სოლსკიაერი - ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედი ვართ და ჩვენი ოცნება მხოლოდ ოთხეულში მოხვედრა არ არის
სოლსკიაერი - ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედი ვართ და ჩვენი ოცნება მხოლოდ ოთხეულში მოხვედრა არ არის

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი ფიქრობს, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ კონცრენტრირება ინგლისის ჩემპიონატის მოსაგებად უნდა გააკეთონ.

„პირველი ოთხეული არ არის ჩვენი ოცნება. ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედი ვართ და ყოველთვის ინგლისის ჩემპიონატის მოგებაზე უნდა ვფიქრობდეთ. თუ ვერ შევძლებთ ამას მიმდინარე სეზონში, მომავალ წელს უნდა ვეცადოთ. ჩვენ ძველი მანჩესტერი უნდა გავხდეთ. ამჟამად ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე და ინგლისის თასზე ვაგრძელებთ ასპარეზობას. ამიტომაც მარტო ოთხეულზე არ უნდა ვფიქრობდეთ. საკუთარ თავს შევეკითხოთ, შეგვიძლია თუ არა ტიტულის მოგება ამ წელიწადში. მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის”, -განუცხადა ბრიტანელ ჟურნალისტებს იუნაიტედის ნორვეგიელმა თავკაცმა.

დატოვე კომენტარი