სოლბაკენმა გეგმა შეცვალა - ნორვეგია მატჩამდე მალაგაში არ ივარჯიშებს #1TVSPORT
სოლბაკენმა გეგმა შეცვალა - ნორვეგია მატჩამდე მალაგაში არ ივარჯიშებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მეტოქის, ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ესპანეთთან მატჩამდე გეგმა შეცვალა – შეხვედრის მასპინძელი ქალაქის, მალაგის არენაზე ვარჯიშზე უარი თქვა და გუნდი მარბელას ჩრდილოეთით მდებარე „ლა კვინტას“ ბაზაზე დატვირთა.

საქმე ისაა, რომ ნორვეგიაში პანდემიის დროს ამ ქვეყნის ნაკრებმა სამი საშინაო თამაში მალაგაში ჩაატარა და სოლბაკენი თვლის, რომ მისი გუნდის ფეხბურთელების უმეტესობა მალაგის სტადიონზე გაშინაურებულნი არიან.

„ლა კუინტას“ ცენტრში ვარჯიში მედიისთვის 15 წუთის შემდეგ დაიხურა. სხვა დღეებისგან განსხვავებით, წვრთნის ტაქტიკური ნაწილი დახურვამდე დაიწყო, ასე რომ, მედიას შეეძლო ენახა 10X10-ზე თამაშის დროს ვინ რომელ გუნდში გამოდიოდა – ერთადერთი „არსენალის“ კაპიტანი მარტინ ედეგორი იყო, რომელიც იმ გუნდს უერთდებოდა, ვისაც ბურთი ჰქონდა.

პირველი გუნდი: პედერსენი, სტრანდბერგი, ოსტიგორი, ბიორკანივეტლესენი, ბერგი, ტორსბიბერგე, ლარსენი, სოლბაკენი.

მეორე გუნდი: რიერსონი, ჰანჩე-ოლსენი, გრეგერსენი, მელინგიმიოლერ დაელი, აურსნესი, ტორსტვეიდტიოლა ბრინდჰილდსენი, სერლოტი, მოჰამედ ელიონუსი.