სოკოლ ჩიკალეში - საქართველოსთან მოგებას ვიმსახურებდით #1TVSPORT
სოკოლ ჩიკალეში - საქართველოსთან მოგებას ვიმსახურებდით #1TVSPORT

ალბანეთის ნაკრების თავდამსხმელმა, სოკოლ ჩიკალეშმა, რომელიც საქართველოსთან მატჩში მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრა შეაფასა – მისი აზრით, მოგებას მასპინძლები იმსახურებდნენ. 32 წლის თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა იმ რეალურ შანსზეც, რომლითაც ვერ ისარგებლა:

„ვფიქრობ, შეხვედრა უნდა მოგვეგო და საწყენია, რომ ეს ვერ მოვახერხეთ. შეხვედრამ აჩვენა, რომ მეტოქეზე ძლიერები ვიყავით. მე, ვრიონსა და ჩეკიჩს გვქონდა რეალური საგოლე მომენტები და ამ შანსებით უნდა გვესარგებლა. თამაშის შემდეგ ჩემი შექმნილი ეპიზოდი ვნახე და გული დამწყდა – დარწმუნებული ვიყავი, რომ გატანა შემეძლო, მაგრამ არ გამომივიდა.

– კარგია, რომ ამ ამხანაგურ მატჩებში დავინახეთ, რისი გაუმჯობესება გვჭირდება. ჩვენი ნაკრები დიდ გუნდებს წინააღმდეგობას უწევს, პატარა ნაკრებებს კი აუცილებლად უნდა უგებდეს. ეს დამოკიდებულია მოწინააღმდეგეზეც. საქართველო დაცვაში კარგად ჩაჯდა, ტექნიკური გუნდია და თამაშით გვაიძულეს, მათზე მუდმივად ზეწოლა არ განხორციელებულიყო. არადა, ჩვენი დონის გუნდებს უფრო თამამად უნდა შევუტიოთ – საამისოდ თავდაჯერებულობა, მეტი მცდელობა და დაცვაში სიფრთხილე გვჭირდება. საქართველოსთან მოსაგებად მეტი აგრესიაც იყო საჭირო. პირველ ტაიმში გატანა ვერ მოვახერხეთ. მეორე ნახევარში ამას უფრო მონდომებითთ ვცდილობდით“.