საქართელოს საფეხბურთო ლიგაში უცხოური ქვეყნების ნაკრების წევრები იშვიათად თამაშობენ – მაგრამ გამონაკლისები არიან.
ახლა ცნობილი გახდა, რომ რეგიონული ლიგის სოხუმის „დინამოს“ ლეგიონერი, 18 წლის ალირეზა რუსთაიჭალიანი ირანის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს. ეს პირველ არხს სოხუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა მამუკა ბიძინაშვილმა განუცხადა.
„მიხარია, ჩვენი ლეგიონერით ირანის ახალგაზრდული ნაკრები რომ დაინტერესდა. თემა, სპორტულს სცილდება, რადგან 0 მილიონიანი ქვეყნის ნაკრებში ფეხბურთელი საქართველოს რეგიონული ლიგიდან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სოხუმის „დინამოდან“ მიიწვიეს. ეს ფაქტი, მარტო ფიფა-ში კი არ რეგისტრირდება, არამედ ამხელა ქვეყნის გულშემატკივრებიც გაიგებენ, რომ სოხუმი საქართველოა“ – ამბობს სოხუმის „დინამოს“ პრეზიდენტი მამუკა ბიძინაშვილი.