სოხუმის „დინამომ“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. მწვრთნელმა ვასილ ჭეიშვილმა გუნდი ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში შეკრიბა და პარალელურად, გუნდის დაკომპელქტებას განაგრძობს.
მთავარ გუნდში ასაკობრივიდან რამდენიმე ფეხბურთელი დააწინაურეს. სოხუმის „დინამომ“ რვა მოთამაშესთან გააფორმა კონტრაქტი. გუნდის ხელმძღვანელებმა, მამუკა ბიძინაშვილმა და დავით თაქთაქიშვილმა 2021 წლის სათამაშო ფორმა და კლუბის ახალწვეულები წარადგინეს.
სულ სოხუმის „დინამოში“ რვა ახალწვეულია – ნიკა გადელია, ტონი შკატულოვი, გია გაბათაშვილი, ზურაბ ვაშაყმაძე, ლუკა სეხნიაშვილი, მალხაზ ფაცაცია, ნიკოლოზ მალაციძე და ლუკა კალანდაძე.
სოხუმის „დინამოს“ ცნობით, გუნდი მორიგი ახალწვეულების წარდგენას უახლოეს დღეებში აპირებს.