თურქეთის ქალაქ ანტალიას ტურნირზე, სადაც საპრიზო ფონდი 15 ათასი ევრო იყო, ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელებმა, ეკატერინე გორგოძემ და სოფია შაფათავამ დაასრულეს გამოსვლა. ისინი პირველ და მეორე ნომრებად იყვნენ განთესილები.
გორგოძეს ფინალისკენ გზა გადაუღობა ტურნირის მეშვიდე ნომერმა, რუმინელმა ანდრეა როსკამ. მან სამ სეტში დაამარცხა ქართველი – 6:3, 1:6, 6:3. რაც შეეხება შაფათავას, მან ნახევარფინალის პირველი სეტი ჩეხ მირიამ კოლოდზიეოვასთან (მე-3 ნომერი) 3:6 წააგო, მეორეს 1:4-ს აგებდა, როდესაც თამაში შეწყვიტა და მეტოქეს ფინალში გასვლა მიულოცა.
მოგვიანებით, შაფათავამ წყვილების ტურნირის ფინალში გასვლა მოახერხა. მან ანასტასია ვასილიევასთან ერთად ნახევარფინალი მოუგო თურქ თაქუნიაჩისა და რუს ფომინას დუეტს – 6:3, 6:1. გადამწყვეტ მატჩში ქართულ-უკრაინული დუეტი ოზისა (თურქეთი) და ულუკანის (ყირგიზეთი) წყვილს შეხვდება.