საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მკვლელობა მოხდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მამის მკვლელობის ბრალდებით მისი შვილია დაკავებული. მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.
გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.