Sofascore-მა კვარაცხელია ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ტურის ნაკრებში დაასახელა #1TVSPORT
Sofascore-მა კვარაცხელია ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ტურის ნაკრებში დაასახელა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის კვირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – რჩეულები ანალიტიკურმა ინტერნეტპორტალმა, Sofascore-მა შეარჩია.

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა – Sofascore-მა მოთამაშეები შეაფასა და რჩეული 11 ფეხბურთელი რეიტინგების მიხედვით შეადგინა.

„იყო უამრავი შთამბეჭდავი ინდივიდუალური თამაში, მაგრამ ერთი ოდნავ გამორჩეულია – ბრუნო ფერნანდესი ჩვენი კვირის საუკეთესო მოთამაშეა“, – წერია Sofascore-ის „ტვიტერის“ გვერდზე.

ხვიჩა კვარაცხელიას კვიპროსთან შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა შესრულებია, მაგრამ მასპინძლების დაცვას არაერთი პრობლემა შეუქმნა. ანალიტიკურმა პორტალმა „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს 8,8 ქულა დაუწერა და ხვიჩა ტურის საუკეთესო მოთმაშეთა ხუთეულში მოხვდა.