საქართველოსა და ესტონეთს შორის გამართული მატჩის მეორე დღიდანვე სოციალურ ქსელებში ვაკო ყაზაიშვილის მიერ გატანილი გოლი ვირუსულ ვიდეოდ იქცა. იტალიურენოვანი ‘სკაი სპორტისა’ და ინგლისურენოვანი ‘მარკას’ შემდეგ ამ საოცარ გოლს ვაკოს ამჟამინდელი კლუბის, ‘სან-ხოსე ერთკვეიკსის’ ოფიციალური საიტი და კიდევ რამდენიმე ვებ-გამოცემა ეხმაურება.
‘მესი საქართველოს ნაკრებში თამაშობდა’, ‘მსოფლიო კლასი!’, ‘ქედი მოიხარეთ ვაკოს წინაშე’… ასეთია მედიის გამოხმაურება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 24 და 27 მარტს ამხანაგური მატჩები ლიტვასთან (4-0) და ესტონეთთან (2-0) გამართა, ივლისში ლუქსემბურგთან და მალტასთან ითამაშებს, 6 სექტემბერს კი ყაზახეთის ნაკრებთან ერთა ლიგის პირველ მატჩს სტუმრად გამართავს.