Soccernews - გიორგი მიქაუტაძეს „აიაქსის“ მწვრთნელი არასწორ პოზიციაზე ათამაშებს, მას კი გატანა შეუძლია #1TVSPORT
Soccernews - გიორგი მიქაუტაძეს „აიაქსის“ მწვრთნელი არასწორ პოზიციაზე ათამაშებს, მას კი გატანა შეუძლია #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძეს „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი, მორის სტეინი არასწორად იყენებს, მას კი ცენტრალურ თავდამხმელად თამაში კარგად შეუძლია, – წერილს გამოცემა Soccernews აქვეყნებს.

„აიაქსის“ ახალწვეული სტეინზე ზეწოლას ახდენს

გიორგი მიქაუტაძე „აიაქსმა“ „მეციდან“ ზაფხულში დაახლოებით 16 მილიონ ევროდ იყიდა. ნაკლებად სავარაუდო იყო, ქართველს მორის სტეინის ხელმძღვანელობით სათამაშო წუთების იმედი ჰქონოდა. თუმცა, სანაკრებო შესვენების შემდეგ ვითარება შესაძლოა შეიცვალოს: მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.

მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში გაიბრწყინა

22 წლის თავდამსხმელმა 12 ოქტომბერს მოახერხა ისტორიის დაწერა – მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში 17 წუთში სამი გოლი გაიტანა და შოთა არველაძის შემდეგ პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. „აიაქსის“ ფეხბურთელმა მეოთხე გოლიც გაიტანა, გამორჩეული თამაში ჩაატარა და საქართველოს ნაკრებში უნიკალური მაჩვენებელი დააფიქსირა.

ეს ყველაფერი ტაილანდთან მატჩში მოხდა, რომლებსაც საფეხბურთო სამყაროში დიდი სახელი არ აქვს, მაგრამ თავდამსხმელმა მომენტები მაინც ოსტატურად გამოიყენა. მიქაუტაძემ, რომელმაც კვიპროსთანაც გაიტანა, აჩვენა, რომ კლასი აქვს, მაგრამ მას ჯერ არ ამჩნევს მორის სტეინი და თავდამსხმელს „აიაქსში“ თავის საუკეთესო პოზიციაზე, ცენტრალურ თავდამსხმელად არ ათამაშებს.

მიქაუტაძის პოზიცია წინ არის

მწვრთნელი მიქაუტაძეს მხოლოდ 10 ნომრად ან გარემარბად იყენებდა, მაგრამ ის საუკეთესო თვისებებს შეტევაში ავლენს. საქართველოს ნაკრების სისტემაში (5-3-2) ორი თავდამსხმელიდან ერთ-ერთია და ბევრად უკეთესია. ის, რომ თავდამსხმელს ჩვეულ პოზიციაზე თამაში ურჩევნია, ტაილანდის წინააღმდეგ გამოჩნდა“, – Soccernews.