Soccernews-ი - „აიაქსის“ გულშემატკივრებმა ბრობის ხაზი გადაუსვეს, მიქაუტაძეს შანსს ისევ არ აძლევენ #1TVSPORT
ნიდერლანდურმა გამოცემა Soccernews-მა წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც საუბარია „აიაქსის“ გულშემატკივრის დამოკიდებულებაზე გუნდის მთავარ ბომბარდირზე, ბრაიან ბრობიზე, ასევე გამოქვეყნებულია ამსტერდამული კლუბის ფანების კომენტარები, რომელიც გიორგი მიქაუტაძის თამაშს მოითხოვენ.
„ამსტერდამის „აიაქსის“ გულშემატკივრებმა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეს ხაზი გადაუსვეს: ის ჩვენი ყველაზე ცუდი თავდამსხმელია, ვინც შემადგენლობაში მოხვედრილა. „აიაქსის“ გულშემატკივრები თავდამსხმელის პოზიციაზე ბრობის უალტერნატივობაზე უარყოფითად არიან განწყობილები, მაგრამ ამსტერდამელთა ახალი მწვრთნელი ჯონ ვან სხიპი მაინც მას აძლევს შესაძლებლობას, რომ მატჩი პირველივე წუთებიდან დაიწყოს.
„აიაქსის“ გულშემატკივრებს, როგორც ჩანს, მოჰბეზრდათ უთვალავი შესაძლებლობები, რომელსაც ბრობი იღებს. „აიაქსმა“ კიდევ ორი ძვირადღირებული თავდამსხმელი – ჩუბა აკპომი და გიორგი მიქაუტაძე იყიდა, თუმცა მათ ჯერჯერობით შანსი თითქმის არ მიეცათ. აკპომმა „ვოლენდამთან“ გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ მიქაუტაძეს ისევ სათადარიგოთა სკამზე იჯდა“, – წერს Soccernews-ი და ფანების კომენტარებს აქვეყნებს.
„დავიღალე ბრობის ძირითად შემადგენლობაში ხილვით“.
„ბრობი ჩვენი ყველაზე ცუდი თავდამსხმელია სასტარტო შემადგენლობაში“.
„ბრობიმ იმდენი შანსი გაანიავა, რომ სასტარტო თერთმეტეულში თამაშის უფლება ნამდვილად აღარ აქვს“.
„ეს ბრობი ძალიან ცუდია – რატომ არ ათამაშებენ მიქაუტაძეს ან აკპომს?“
„მართლაც, ორიოდე შეხებაც საკმარისია იმის დასანახად, რომ გიორგი მიქაუტაძე ამ გუნდის შემადგენლობის პოტენციური მოთამაშეა“, – წერენ „აიაქსის“ ფანები.