სნუპ დოგი პარიზის ოლიმპიადაზე სპეციალურ კორესპონდენტად იმუშავებს #1TVSPORT
ლეგენდარული რეპერი სნუპ დოგი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის სპეციალური კორესპონდენტი იქნება, – ამის შესახებ იტყობინება France 24.
ტელეარხის ინფორმაციით, ხელმძღვანელობა ამ ნაბიჯზე წინა წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით წავიდა – 2021 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე 52 წლის რეპერმა მაყურებლების საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია.
„მე გავიზარდე ოლიმპიური თამაშების ყურებით და ძალიან მოხარული ვიქნები, პირადად ვიხილო, როგორ წარმოაჩენენ თავს დაუჯერებელი სპორტსმენები პარიზის თამაშებზე“, – განაცხადა სნუპ დოგმა.
„ეს არის ოსტატობის, თავგანწირვისა და სიდიადისკენ სწრაფვის ზეიმი. წინ გველოდება რამდენიმე ბრწყინვალე სტარტი და, რა თქმა უნდა, მე აქ სნუპის სტილს შემოვიტან. ეს იქნება ყველაზე გრანდიოზული ოლიმპიური თამაშები ისტორიაში, ასე რომ, დარჩით ხაზზე“, – დაამატა მუსიკოსმა.