სენსაციით დაიწყო სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც ტარდიციულად, ინგლისის ქალაქი შეფილდი მასპინძლობს.
რეიტინგის პირველმა ნომერმა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ინგლისელმა მარკ სელბიმ პირწმინდად წააგო პირველი რაუნდის ორთაბრძოლა თანამემამულე ჯო პერისთან.
პირველ სესიაში სელბი 2:7 ჩამორჩა, მეორეში კი 2:3 წააგო. ასე რომ, მსოფლიოს ნომერ პირველი სნუკერისტი კლასიფიკაციის მეორე ნომერთან დამარცხდა.
მარკ სელობის მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატი 2014, 2016 და 2017 წლებში. ის არის სნუკერის ისტორიაში მაქსიმალური ასიანი ბრეიკის (147 ქულა) ავტორი.