სლუცკის არწმუნებენ, რომ კვარაცხელია „ჩელსის“ ურჩიოს - ქართველის ნიჭი დეტალურად შეაფასეს
სლუცკის არწმუნებენ, რომ კვარაცხელია „ჩელსის“ ურჩიოს - ქართველის ნიჭი დეტალურად შეაფასეს

ხვიჩა კვარაცხელია „სოკერ 365“-მა  (Soccer365) რუსეთის პრემიერ ლიგის ახალგაზრდა პერსპექტიულ მოთამაშეებში დაასახელა – „ბრილიანტებში“, როგორც გამოცემამ მათ უწოდა.

წერილში საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის ყველა ძირითადი დადებითი და უარყოფითი თვისება განიხილეს და წარმოადგინეს სურათი, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით.

„მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ ხვიჩა კვარაცხელია 2019 წლის ზაფხულში ყაზანში წავიდა და გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა „რუბინთან“ – ქართველებისადმი განსაკუთრებით კეთილგანწყობილ კიდევ ერთ კლუბთან. მშფოთვარე, სწრაფი და ემოციური მოთამაშეები სიომინთან ყოველთვის ბრწყინავდნენ – ამიტომ ფლანგის შემტევის გაშვება ძნელი გამოდგა. მაგრამ „რუბინის“ დაცვით სქემებზე გადასაწყობად ნულიდან სწავლა დასჭირდა. მოთამაშე წარმატებული დრიბლინგებით რუსეთის ჩემპიონატის ტოპ 5-ში შედის, ასევე ოსტატურად ფლობს „კიბერსპორტულ“ ფინტებს, როგორიცაა ცრუ მოძრაობა და ბურთის ტერფით გაგდება. სისუსტეები კი ყაზანელთა დაცვით სქემაში გამოავლინა – თამაშის ტემპის არასაკმარისი კონტროლი, სწრაფი გადაწყობის ნაკლები უნარი, ბურთის დაყოვნება და, სამწუხაროდ, საკმაოდ ლოგიკური ახალგაზრდული ეგოიზმი,“ – წერს გამოცემა.

წერილის ავტორი თვლის, რომ კვარაცხელაის პერსპექტივა გააჩნია – „ის თითქმის ყველა მატჩში თავს მაინც ავლენდა. ქართველის მთელი ამ სეზონის განმავლობაში „თლიდნენ“ – ხვიჩა შესანიშნავი ფორმაში მხოლოდ იმ გუნდშია, რომელიც კარგად კოორდინირებული მექანიზმივით მუშაობს, ცვლილებასთან კი ჯერ შეგუება მოუწევს. კვარაცხელიაში „რეალის“ ვინიციუსის პოტენციალი თუ არაა, სულ მცირე, ბრემენის „ვერდერის“ მილოტ რაშიცას მონაცემები მაინც არის. მთავარია, ახალი ჯანო ანანიძე არ გახდეს: რომელ ტოპ-კლუბებს აინტერესებს? „ჩელსის“ სისტემასთან ძველი კავშირებით, შესაძლოა, სლუცკიმ კვარაცხელია ჰადსონ-ოდოის სრულფასოვან შემცვლელად ურჩიოს – რატომ არა?“.