ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ პრემიერლიგის მე-7 ტურში, მოსკოვის „დინამოსთან“ (1:0) დაშავებული ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობაზე ილაპარაკა.
„ხვიჩამ მიიღო ტვინის შერყევა და ცხვირი დაუზიანდა. ჯერ ტვინის შერყევის ხარისხი, არ ვიცით. მძიმე ფორმებში ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს, რადგან თამაშის შემდეგ ჩვეულებრივად დადიოდა და ყველას ცნობდა. გატეხილი აქვს თუ არა ცხვირი, მხოლოდ სურათის გადაღების შემდეგ გვეცოდინება,“ – ამბობს ლეონიდ სლუცკი.
19 წლის ფეხბურთელმა 43-ე წუთზე მოედანი საკაცით დატოვა. მანამდე კვარაცხელია დიდხანს იწვა გაზონზე სერგეი პარშივალიუკთან შეჯახების შემდეგ, რომელიც მხრით შეეჯახა და ამისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ხვიჩამ მოახერხა პენალტის მოპოვება, რომელიც ჯორჯ დესპოტოვიჩმა გაიტანა, ხოლო ყაზანელებმა გასვლითი თამაში ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „დინამოსთან“ 1:0 მოიგეს, გადაასწრეს და მე-5 ადგილზე დაწინაურდნენ.