სლუცკი კვარაცხელიაზე - კარგი პრესა და სატრანსფერო ჭორები მასზე ცუდ გავლენას არ ახდენს
სლუცკი კვარაცხელიაზე - კარგი პრესა და სატრანსფერო ჭორები მასზე ცუდ გავლენას არ ახდენს

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში ტულის „არსენალთან“ მოგებული (3:1) შეხვედრა შეაფასა და ასევე გამოთქვა იმედი, რომ კარგი პრესა და სატრანსფერო ჭორები ხვიჩა კვარაცხელიაზე ცუდ გავლენას არ მოახდენს.

„ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მას თავად არ გაუტანია, მაგრამ მეორე ტაიმში საგოლე შეტევა წამოიწყო. ის არა მხოლოდ კარგ დრიბლინგებს აკეთებს, არამედ დაცვაშიც მშვენივრად მუშაობს.

სლუცკის ჰკითხეს, მოქმედებს თუ არა ხვიჩაზე პრესაში ხმაური:

„მე ვფიქრობ, რომ არ მოქმედებს. ხვიჩა საყვარელ საქმეზე ძალიან კონცენტრირებულია და ჯერჯერობით ასეთი ხასიათის ნიშნები არ შემიმჩნევია. წარმატების შემდეგ წარუმატებელი მატჩიც ექნება, რაც ბუნებრივია. მაშინაც კი ამის მიზეზი არ იქნება ის, რომ მის შესახებ ძალიან ბევრი ლაპარაკობს“, – ამბობს ლეონიდ სლუცკი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ყაზანის „რუბინისა“ და ტულის „არსენალის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. საქართველოს ნაკრებში 19 წლის შემტევი „რუბინის“ ორ საგოლე შეტევაში მონაწილეობდა. კვარაცხელია მიმდინარე სეზონზე გამართულ 13 შეხვედრაში ტურის საუკეთესოდ უკვე მეოთხედ დაასახელეს.