სლოვენიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გორან დრაგიჩი არ ეყოლება #1TVSPORT
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები A ჯგუფში სლოვენიასთან, ვენესუელასთან და კაბო ვერდესთან ითამაშებს. ფავორიტად სლოვენიის ნაკრები მიიჩნევა, რომელსაც NBA-ის რამდენიმე ვარსკვლავი ჰყავს.
თუმცა ლუკა დონჩიჩის გვერდით ვერ ითამაშებს პლეიმეიქერი გორან დრაგიჩი. მან მუნდიალზე არწასვლის გადაწყვეტილება ასე განმარტა:
„სლოვენიის ნაკრებში 16 წელი ვითამაშე. სანაკრებო კარიერა უკვე დავასრულე და მსოფლიო ჩემპიონატზე არ ვითამაშებ. ჯერ არ გადამიწყვეტია, იმ დროისთვის შინ ვიქნები თუ გუნდის საქომაგოდ იაპონიაში გავემგზავრები“.
ჩვენი მხრივ კი შეგახსენებთ, რომ გორანი 37 წლისაა, ამჟამად „მილუოკი ბაქსის“ ღირსებას იცავს, 2015 წელს კი სლოვენიასთან ერთად ევრობასკეტი მოიგო.