სლოვენიის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
სლოვენიის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მატიაჟ კეკმა საწვრთნელი შეკრებისთვის 30 ფეხბურთელს უხმო.
საბოლოო, 26-კაციან სიას სლოვენიელები ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე წარადგენენ.
კეკის გუნდი ტურნირისთვის მოსამზადებელ ეტაპზე სომხეთს და ბულგარეთს შეხვდება, ხოლო კონტინენტის პირველობის ჯგუფურ ეტაპზე დანიასთან, სერბეთსა და ინგლისთან ერთად ითამაშებს.
სლოვენიის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: იან ობლაკი (ატლეტიკო), ვიდ ბელეცი (აპოელი), იგორ ვეკიჩი (ვეილე), მატევ ვიდოვსეკი (ოლიმპია).
მცველები: ჟან კარნიჩნიკი (სელეი), მიჰა ბლაჟიჩი (ლეხი), იურე ბალკოვეცი (ანტალიასპორი), იაკა ბიოლი (უდინეზე), ერიკ იანზა (გურნიკი), პეტარ სტოიანოვიჩი (სამპდორია), ვანია დრკუსიჩი (სოჭი), დავიდ ბრეკალო (ორლანდო), ზან ზალეტელი (ვიბორგი).
ნახევარმცველები: ტიმი ელსნიკი (ოლიმპია), სანდი ლოვრიჩი (უდინეზე), ტომი ჰორვატი, იონ გორენც-სტანკოვიჩი (შტურმი), იასმინ კურტიჩი (სუდტიროლი), ადამ ჩერინი, ბენჟამინ ვერბიჩი (პანათინაიკოსი), ნინო ჟუგელი (ბოდო გლიმტი), მიჰა ზეისი (ფენერბაჰჩე), ადრიან ჟელკოვიჩი (სპარტაკი).
თავდამსხმელები: იან მლაკარი (პიზა), იან ვიპოტნიკი (ბორდო), ბენჟამინ სესკო (ლაიფციგი), ანდრაჟ სპორარი (პანათინაიკოსი), ზან ჩელარი (ლუგანო), ლუკა ზაჰოვიჩი (პოგონი), იოსიპ ილიჩიჩი (მარიბორი).