სლოვენიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე - სლოვენია ევროკავშირის გაფართოების მომხრეა და ვართ საქართველოს დიდი მხარდამჭერი, როდესაც წევრობაზეა საუბარი
სლოვენიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე - სლოვენია ევროკავშირის გაფართოების მომხრეა და ვართ საქართველოს დიდი მხარდამჭერი, როდესაც წევრობაზეა საუბარი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარეების მეხუთე მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე იგორ ზორჩიჩს შეხვდა.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ საპარლამენტო თანამშრომლობაზე და მის კიდევ უფრო გაძლიერებაზე. შევთანხმდით, რომ კავშირზე ვიქნებით ერთმანეთთან და გავცვლით აზრებს საპარლამენტო მუშაობის თაობაზე. სლოვენია მომხრეა ევროკავშირის გაფართოებაზე, ჩვენი პრეზიდენტობის დროს ეს საკითხი იყო ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. საპარლამენტო დონეზეც მათ შორის, ჩვენ ვართ საქართველოს დიდი მხარდამჭერი, როდესაც საუბარია წევრობაზე“, – განაცხადა იგორ ზორჩიჩმა.

დღესვე დაგეგმილია საქართველოს დელგაციის შეხვედრა აზერბაიჯანის, თურქეთის, ნიგერიის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და შვედეთის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეებთან. საღამოს კი, სპიკერებს ავსტრიის ფედერალური კანცლერი სებასტიან კურცი უმასპინძლებს.