სლოვენიელებს მსოფლიო ჩემპიონატის წინ მორიგი დანაკლისი აქვთ - საქართველოს ნაკრების მეტოქეს მუნდიალზე კაპიტანი ვერ დაეხმარება #1TVSPORT
სლოვენიელებს მსოფლიო ჩემპიონატის წინ მორიგი დანაკლისი აქვთ - საქართველოს ნაკრების მეტოქეს მუნდიალზე კაპიტანი ვერ დაეხმარება #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეს, სლოვენიის ეროვნულ გუნდს კაპიტანი ედო მურიჩი გამოაკლდა.

მურიჩმა დაზიანება სლოვენიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მატჩის დროს მიიღო. ლუბლიანას „ოლიმპიისა“ და „ჰელიოსის“ დაპირისპირებისას მან მუხლის მყესები გაიწყვიტა, რაც 31 წლის კალათბურთელს მოედანზე რამდენიმე თვით გასვლის საშუალებას არ მისცემს.

ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ სლოვენიური კალათბურთის ლეგენდამ, 37 წლის გორან დრაგიჩმა ეროვნულ გუნდში ასპარეზობაზე უარი თქვა.

მსოფლიო ჩემპიონატს 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია უმასპინძლებენ. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო ვერდესთან და ვენესუელასთან ერთადაა, ილიას ზუროსის გუნდი შეხვედრებს იაპონიის ქალაქ ოკინავაში ჩაატარებს.