„სლოვანის“ გენერალური დირექტორი - ჩაკვეტაძის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ #1TVSPORT
ბრატისლავას „სლოვანის“ გენერალურმა დირექტორმა, ივან კმოტრიკ უმცროსმა სეზონი გამოცემა sportweb.pravda-სთან შეაფასა და გიორგი ჩაკვეტაძის მომავალთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„სლოვანმა“ მომდევნო, 2023/24 სეზონისთვის გუნდის ფორმირება დაიწყო. კმოტრიკი ამჟამინდელი შემადგენლობის წევრებისთვის ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე მუშაობს. ასევე, კლუბი ახალი ფეხბურთელების დამატებაზეც ფიქრობს.
„ახლა გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერზე ვმუშაობთ. ქართველს „სლოვანში“ დარჩენა სურს და ჩვენც მისი შენარჩუნებით დაინტერესებულები ვართ, მაგრამ პრობლემაა გამოსასყიდი პუნქტი, მას 10 მილიონ დოლარად აფასებენ. ამჟამად „გენტთან“ მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ვნახოთ, როგორ დასრულდება პროცესი, გადაწყვეტილი არაფერია. შეთანხმება ძალიან რთული იქნება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის შევინარჩუნოთ“, – ამბობს კმოტრიკ უმცროსი.