„სლოვანი“ სლოვაკეთის თასის 1/16-ფინალშია - კანკავამ ითამაშა, კაშია დაასვენეს #1TVSPORT
ბრატისლავას „სლოვანი“ სლოვაკეთის თასის 1/32-ფინალურ შეხვედრაში „სერედს“ დაუპირისპირდა და მეტოქე იოლად დაამარცხა – 3:1.
სლოვაკეთის ჩემპიონი მესამე ლიგის გუნდს გასვლაზე შეხვდა. ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობაში სათადარიგო ფეხბურთელები და ახალაგზრდები ათამაშა. ქართველებიდან მოედანზე მხოლოდ ჯაბა კანკავა გამოჩნდა – „ჯვაროსნების“ ყოფილი კაპიტანი 72-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.
საქართველოს ნაკრებში ჩატარებული თამაშების შემდეგ გურამ კაშია ბრატისლავაში დაბრუნდა, მაგრამ ვლადიმირ ვაისმა ტრნავას „სპარტაკთან“ ჩემპიონატის მატჩისთვის დაასვენა, რომელსაც „სლოვანი“ 22 ოქტომბერს გასვლაზე გამართავს.
„სლოვანმა“ უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და ანგარიში მე-7 წუთზე ტოლიჩის გოლით გახსნა. მე-16 წუთზე ბრატისლაველების უპირატესობა ზუბერუმ გაზარდა. მართალია, „სერედმა“ ორ წუთში სხვაობა შეამცირა, მაგრამ 62-ე წუთზე აბუბაქარმა სტუმართა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა და „სლოვანი“ სლოვაკეთის თასის 1/16-ფინალში ითამაშებს.