ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს, სლოვაკეთში ბევრი ქართველი მოთამაშე გადავიდა და ნაიკლიგის მე-20 ტური ინტერესს იწვევდა.
თორნიკე ძოწენიძეს „მიხალოვცემ“ „რუჟომბეროკს“ უმასპინძლა და 0:1 დაამრცხდა. გორის „დილას“ ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 6,9 ქულით შეაფასეს.
ბრატისლავას „სლოვანმა“ „ზლატე მორავცე-ვრაბლე“ მიიღო და 4:1 დაამარცხა. ორი გოლი გაიტანა გერსონ როდრიგესმა, რომელიც ევრო 2024-ის პლეი ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ლუქსემბურგის ეროვნული გუნდის შემტევია.
მოედანზე სამი ქართველი ფეხბურთელი იყო. ვლადიმირ ვაისმა ბრატისლაველების ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ჯაბა კანკავა დააყენა, ხოლო გურამ კაშია დაასვენა. სტუმართა შორის კი მცირე ტრავმის გამო იური ტაბატაძე არ იყო, გიორგი ჯინჯოლავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ლევან ნონიკაშვილი მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა.
სლოვაკეთის ნაიკლიგაში გამართული 20 ტურის შემდეგ ბრატისლავას „სლოვანი“ 51 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, „მიხალოვცე“ (6 ქულა) მე-11 პოზიციაზეა, ხოლო „ზლატე მორავცე-ვრაბლე“ (4) ბოლო, მე-12 ადგილზეა.