სლოვაკეთში „ჟილინასთან“ „დილას“ შეხვედრას მალტელები უმსაჯებენ #1TVSPORT
გორის „დილა“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას სლოვაკეთში, ადგილობრივ „ჟილინასთან“ 8 ივლისს ჩაატარებს.
ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე მალტელ არბიტრტთა ბრიგადა იმსაჯებს. მთავარი მსაჯი ფიფა-ს არბიტრი ფილიპ ფარუგია იქნება, მას ასისტენტობას თანამემამულეები ალან კამილერი და ედვარდ სპიტერი გაუწევენ. მატჩის მეოთხე არბიტრი ასევე მალტის წამომადგენელი, ალექს ჯონსონი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 20:45 წუთზე დაიწყება.
პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილა“ სლოვაკურ „ჟილინას“ შინ 15 ივლისს უმასპინძლებს. ცნობილია, რომ ტურნირის მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში გორის „დილა“ – კვიპროსულ „აპოლონს“ შეხვდება, სადაც გიორგი პაპუნაშვილი და რეზი ჯიქია თამაშობენ.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 22 და 29 ივლისს გაიმართება.