სლოუნ სტივენსი - „საერთოდ არ ვთვლი, რომ ტიტულის დაცვა - სწორედაც რომ ტიტულის დაცვაა“
სლოუნ სტივენსი - „საერთოდ არ ვთვლი, რომ ტიტულის დაცვა - სწორედაც რომ ტიტულის დაცვაა“

ამერიკის ღია პირველობის მომქმედი ჩემპიონი სლოუნ სტივენსი წლევანდელ გათამაშებაში უკვე გავიდა 1/4 ფინალში და ჟურნალისტებთან ტიტულის დაცვის თაობაზე ისაუბრა.

„მე საერთოდ არ ვთვლი, რომ ტიტულის დაცვა – სწორედაც რომ ტიტულის დაცვაა. დაცვა იქნებოდა, თუ მე მომიწევდა იგივე მოთამაშეებთან პაექრობა. ახლა კი ბადე სულ სხვაა, მოთამაშეებიც სხვები არიან, რეიტინგის სხვაა, ეს უკვე საერთოდ სხვა ტურნირია.

მე მაქსიმალურად ვცდილობ მოვიგო რაც შეიძლება მეტი თამაში და წავიწიო წინ რეიტინგში. მე აქ ჩამოვედი, როგორც მესამე ჩოგანი მსოფლიოში და მხოლოდ 2 ადგილით შემიძლია წინ გადავიდე, რაც ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს“, – აცხადებს სტივენსი.