Sky Sports-ის ვერსიით, კილიან მბაპე მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია
ბრიტანულმა გამოცემა Sky Sports-მა წარმოადგინა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის 50 საუკეთესო ფეხბურთელის სია. მოთამაშეებმა პოზიციები დაიკავეს 32 სხვადასხვა მაჩვენებლით დაგროვილი ქულების მიხედვით.
პირველ ადგილზე გავიდა საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე. მეორე და მესამე ადგილებზე მოხვდნენ ბელგიელი ედენ აზარი და ბრაზილიელი ნეიმარი. აღსანიშნავია, რომ TOP3-ში არ არის ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე, ხორვატიის ნაკრების კაპიტანი ლუკა მოდრიჩი.
ამ რეიტინგში კრიშტიანუ რონალდუ მე-15 ადგილზე გავიდა, ლიონელ მესი – 34-ე ადგილზე.
Sky Sports-ის ვერსიით 10 საუკეთესო მოთამაშის სია ასე გამოიყურება:
1. კილიან მბაპე (საფრანგეთი)
2. ედენ აზარი (ბელგია)
3. ნეიმარი (ბრაზილია)
4. ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)
5. კირან ტრიპიერი (ინგლისი)
6. ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)
7. ტიბო კურტუა (ბელგია)
8. პოლ პოგბა (საფრანგეთი)
9. კევინ დე ბრუინი (ბელგია)
10. ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია)