„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში თამაშს ვერ შეძლებს, – ამის შესახებ წერს Sky Sports. 26 წლის ბრაზილიელმა გამოაქვეყნა სამედიცინო შემოწმების შემდეგ გადაღებული ფოტო – მას ფეხი თაბაშირში აქვს ჩასმული.
ჟურნალისტების ცნობით, ბრაზილიელმა მოტეხილობა და სერიოზული დაჭიმულობა თავიდან აიცილა. განმეორებითი მატჩი პსჟ-სა და „რეალს“ შორის 6 მარტს გაიმართება. პირველი თამაში მადრიდულმა კლუბმა 3:1 მოიგო.
შეგახსენებთ, 25 თებერვალს, ნეიმარმა ვერ შეძლო საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩის დასრულება “მარსელის” წინააღმდეგ და მინდორი საკაცით დატოვა.