„რომას“ ნახევარმცველი კევინ სტროტმანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შესაძლოა, „იუვენტუსში“ გადავიდეს, – წერს Sky Sports.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ტურინელები მზად არიან გააქტიურონ 27 წლის ჰოლანდიელის კონტრაქტის გამოსყიდვის პუნქტი, რომელიც „რომასთან“ მოქმედ ხელშეკრულებაშია გაწერილი. ნახევარმცველის გასაყიდ თანხად 45 მილიონი ევროა ჩაწერილი.
გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ სტროტმანის გარდა, “იუვენტუსი” ნახევარდაცვის გაძლიერებას „ლივერპულის“ გერმანელი ლეგიონერით ემრე ჩანით აპირებს.
ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ „ბიანკონერიმ“ უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები ფეხბურთელთან.
სტროტმანმა ამ სეზონში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.