Sky Sports-ის ჟურნალისტი - კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტი „ნაპოლის“ პრეზიდენტმა თავად ახსენა, მაგრამ ახლა საპირისპიროს ამტკიცებენ #1TVSPORT
Sky Sports-ის ჟურნალისტი - კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტი „ნაპოლის“ პრეზიდენტმა თავად ახსენა, მაგრამ ახლა საპირისპიროს ამტკიცებენ #1TVSPORT

Sky Sports-ის ცნობილმა ჟურნალისტმა და საფეხბურთო ტრანსფერების ექსპერტმა, ლუკა მარკეტიმ რადიო Marte-ს მიაწოდა უახლესი ამბები „ნაპოლის“ ლიდერებთან, პიოტრ ზელინსკისთან, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტების გახანგრძლივების შესახებ.

„რაც შეეხება ზელინსკისთან, კვარაცხელიასა და ოსიმენთან კონტრაქტების გახანგრძლივებას, ჩვენ სამ განსხვავებულ ვითარებას წავაწყდით. თუმცა, დამთხვევა მაინც არის, რადგან არცერთი მათგანის პირობები არ გაუმჯობესდა. ამიტომ კლუბში უნდა ახსნან, რატომ არ შედგა შეთანხმება.

ამბობენ, რომ კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე სასაუბროდ „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა არასდროს შეხვედრია. თავად პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა სეზონის შემდეგ თქვა, რომ ქართველ ფეხბურთელს სჭირდება ჯილდო იმისთვის, რაც მან გასულ სეზონში გააკეთა. რაც შეეხება ოსიმენს, მასთან მოლაპარაკებების შესახებ რა ინფორმაციამაც გაჟონა, ყველაფერს ვერ ვიტყვი.

ზელინსკი კი ახალი ხელშეკრულების გარეშე არასახარბიელო მდგომარეობაში ჩავარდება. არაბეთიდან მიღებული შეთავაზებების მიუხედავად, ის „ნაპოლში“ დარჩა.

ჩნდება კითხვა: ამ სამეულთან „ნაპოლიმ“ რატომ არ უნდა გააფორმოს ახალი კონტრაქტები? თუ ერთი თვის შემდეგაც ყველაფერი უცვლელად დარჩება, ვიღაცას მოუწევს დამაჯერებელი პასუხის გაცემა, რატომ არაა ამ მხრივ სიახლეები“, – ამბობს ლუკა მარკეტი.