SKY Sport - კვარაცხელიას აგენტი ითხოვს 80 მილიონიან გამოსასყიდ პუნქტს, „ნაპოლის“ პრეზიდენტი წინააღმდეგია #1TVSPORT
SKY Sport - კვარაცხელიას აგენტი ითხოვს 80 მილიონიან გამოსასყიდ პუნქტს, „ნაპოლის“ პრეზიდენტი წინააღმდეგია #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერი, მამუკა ჯუღელი მილანში „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას შეხვდა და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ესაუბრა, – ინფორმაციას SKY Sport-ის იტალიური ბიურო ავრცელებს.

„ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის ვადის გახანგრძლივების შესახებ სიახლეებია. კლუბი და ფეხბურთელის გარემოცვა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მილანში იმყოფებოდნენ. მოლაპარაკებას საღამომდე მიმდინარეობდა.

როგორც ჯანლუკა დი მარციო ამტკიცებს, „ნაპოლი“ კვარაცხელიას წელიწადში 5 მილიონ ევროს სთავაზობს, რომელიც წლების განმავლობაში გაიზრდება, თუმცა ეს მაჩვენებელი 8 მილიონს არ გადააჭარბებს. გარემარბის მენეჯერი 5 მილიონს დათანხმდა იმ პირობით, რომ მესამე ან მეოთხე წლიდან ხელფასი 8-9 მილიონამდე გაიზრდება.

თუმცა, მოლაპარაკებისას მთავარი საკითხი ტრანსფერის გამოსასყიდი პუნქტია: ქართველი თავდამსხმელის გარემოცვის მოთხოვნა 80 მილიონია, პლუს შემდგომი გაყიდვიდან საკომისიო, იმ დამსახურების აღიარებით, რომ ქართველი ნეაპოლში 2022 წლის ზაფხულში მიიყვანეს. „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის კი არ სურს ასეთი პუნქტის ჩაწერა და გამოსასყიდი თანხის გაზრდა სურს, რადგან თვლის, რომ კვარაცხელიაში მხოლოდ 80 მილიონის მოთხოვნა არაადეკვატურად ცოტაა.

ამჟამად კვარაცხელია 1,6 მლნ ხელფასს იღებს. ფეხბურთელმა „ნაპოლიში“ მე-100 თამაში „სან სიროზე“ „მილანის“ წინააღმდეგ გოლით აღნიშნა. კვარაცხელიას ანგარიშზე უკვე 53 საგოლე მოქმედებაა (გოლი + საგოლე პასი). „სან სიროზე“ კი „მილანს“ კარიერაში პირველად გაუტანა“, – ვკითხულობთ SKY Sport-ის იტალიური ვერსიის ვებგვერდზე.