როგორც ჩანს, გაბონელი ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი კიდევ დიდი ხნით აპირებს “დორტმუნდში” დარჩენას. Sky Sport-მა გაარკვია, რომ თავდამსხმელმა 2021 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი თავის ამჟამინდელ კლუბთან, მაგრამ “ბორუსიას” ხელმძღვანელობამ ეს ამბავი არ გაამჟღავნა.
“ჩვენ ძალიან ზუსტი და მკაფიო გეგმა გვაქვს ობამეიანგთან დაკავშირებით. მას ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს “ბორუსიასთან” და ის რჩება ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშედ, რომლის შენარჩუნებასაც მაქსიმალურად დიდი დროით ვისურვებდით”, – განაცხადა “დორტმუნდის” სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა.
ობამეიანგის წინა კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში იწურებოდა.
წლევანდელ სეზონში აფრიკელმა 23 ოფიციალური მატჩი ჩაატარა “ბორუსიას” მაისურით და 21 გოლითა და 3 შედეგიანი პასით დაეხმარა თავის გუნდს.