სკოტი პიპენს სურს, რომ ზაიონ ვილიამსმა კოლეჯის კარიერა დაასრულოს და კონცენტრაცია NBA-ზე მოახდინოს
ზაიონ ვილიამსი 2019 წლის NBA-ს დრაფტზე პირველ ნომრად განიხილება. ის ამჟამად „დიუკის“ გუნდის წევრია. ახალგაზრდა კალათბურთელმა უკვე არაერთი ექსპერტი აალაპარაკა და მას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ლეგენდარული სკოტი პიპენი ვილიამსს რჩევას აძლევს. ვეტერანის აზრით ახალგაზრდა ტანალნტმა კოლეჯის დონეზე საკუთარი შესაძლებლობები უკვე მაქსიმალურად გამოავლინა და ამჟამად მხოლოდ NBA-ზე კონცენტრირების დროა. პიპენი აცხადებს, რომ ახალგაზრდა სპორტსმენმა მიმდინარე წლის ზაფხულამდე ტრავმები უნდა აიცილოს და მაქსიმალურად შეეცადოს, რომ NBA-ს დრაფტს სრულყოფილ ფორმაში შეხვდეს.