„ნაპოლი“ ცდილობს შემადგენლობის გაძლიერებას სერია A-ს ახალი სეზონის წინ. გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ყურადღება მოაპყრო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველს სკოტ მაკტომინეის.
იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, შოტლანდიელი ფეხბურთელი მზად არის იტალიაში გადასასვლელად. ნეაპოლელებმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ მაკტომინეის იჯარით აყვანა შესთავაზეს სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უფლებით. ინგლისურ კლუბს კი ნახევარმცველის 30 მილიონ ევროდ გაყიდვა სურს.
სკოტ მაკტომინეის მოქმედი ხელშეკრულება „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.