სკოტ მაკტომინეი გულის პრობლემების გამო ვერ ითამაშებს #1TVSPORT

19:01, 01.09.2026

„ნაპოლის“ შოტლანდიელი ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი დროებით მოედანზე ვერ გავა გულზე გამოვლენილი მცირედი პრობლემების გამო. ამის შესახებ იტყობინება იტალიური კლუბის პრესსამსახური.

29 წლის ფეხბურთელს დაუდგინდა კეთილთვისებიანი არითმიის იოლი ფორმა. უახლოეს დროში მაკტომინეი ოპერაციას გადაიტანს და ის მოედანს სექტემბერ-ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.

სკოტ მაკტომინეი ნეაპოლელთა ღირსებას 2024 წლიდან იცავს. ამ სეზონში შოტლანდიელმა ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

მსგავსი