სკოტ ბრუკსი - ახლა უკვე დანამდვლებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰოვარდი ამ სეზონზე ვერ დაბრუნდება
დუაით ჰოვარდი რამდენიმე წლის წინ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ერთერთი ყველაზე დომინანტური დიდი კაცი იყო, თუმცა ასე დიდი ხანი არ გაგრძელებულა. ამის მიზეზი კი ძირითადად კალათბურთელის ტრავმებია, როლებიც მას მთელი კარიერის მანძილზე მოსვენების საშუალებას არ აძლევდა.
2012 წელს ჰოვარდს ზურგის ტრავმის გამო ნახევარი სეზონის გამოტოვება მოუხდა. მიმდინარე სეზონზე კი მას ბარძაყის დაზიანების გამო ფაქტობრივად მთელი წელი გაუცდა. ბოლო ორი წლის მანძილზე დუაითმა მუდმივი ტრავმების გამო მხოლოდ რამდენიმე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
აქედან გამომდინარე, 33 წლის ცენტრის მომავალი ბუნდოვანია. ვაშინგტონის მწვრთნელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოვარდისთვის სეზონი დასრულებულია.