ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს, ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნება მართებს, თუ მომავალში განზრახული აქვს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.
„მე ვეტყვი ნეიმარს იმას, რაც სასარგებლო იქნება მისთვის – დაბრუნდი „ბარსელონაში”. თუ ეს მოხდება, მას კვლავ ექნება შესაძლებლობა გახდეს მსოფლიოში საუკეთესო და გვერდში ამოუდგეს სხვა დიად ფეხბურთელებს“, – განაცხადა სკოლარიმ.
28 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა „ბარსელონას“ რიგებში 186 მატჩში 105 გოლი გაიტანა. ის 2017 წელს, 222 მილიონ ევროდ გადავიდა „პარი სენ-ჟერმენში“.