2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის პროგრამაში სპორტის ახალი სახეობა შეიტანეს – სკი-ალპინიზმი. ამ საკითხზე ხმის მიცემა ტოკიოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე გაიმართა.
სკი-ალპინიზმი არის სპორტის სახეობა, რომელიც აერთიანებს სამთო თხილამურებს და სარბენი თხილამურების სახესხვაობას. ამ სახეობაში გათვალისწინებულია ბუნებრივი სამთო მარშრუტის გავლა აღმართებითა და დაშვებებით.
სპორტის ამ სახეობაში გათამაშდება მედლების ხუთი კომპლექტი, სპორტსმენების საერთო რაოდენობა იქნება 48.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიაში – მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში გაიმართება.