სკანდალი კვარაცხელიას გამო - „რუბინის“ კაპიტანმა კლუბის ფანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
ყაზანის „რუბინის“ გულშემატკივრები გუნდის კაპიტანს, ვიაჩესლავ პოდბერეზკინს გაუბრაზდნენ – მიზეზი ქართველი თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელიაა.
რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ნომინაციაში „რუბინიდან“ ჯილდოს კანდიდატი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელიც გამარჯვებული გახდა. მას ხმა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მისცა, ყაზანელთა კაპიტანმა კი სამეულშიც არ დაასახელა, რამაც ყაზანელი გულშემატკივრები გააღიზიანა.
ყაზანელთა გულშემატკივარმა გამოაქვეყნა Twitter–ზე პოდბერეზკინთან მიმოწერის „სქრინშოტი“. „რუბინის” კაპიტანმა მას უცენზურო ლექსიკით მიმართა. თუმცა, ცნობილი გახდა ამ უცნაური გადაწყვეტილების მიზეზი.
პოდბერეზკინის თქმით, შეცდომაში კლუბის პრესატაშემ შეიყვანა, რომ თანაგუნდელისთვის ხმის მიცემა არ შეიძლებოდა. სინამდვილეში, მოთამაშეებს არ შეუძლიათ საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა.