სკანდალი ხელბურთში - რუსეთის იუნიორთა ნაკრების წევრები საკუთარ მატჩებზე ფსონის დადებისთვის მოკვეთეს #1TVSPORT
სკანდალი ხელბურთში - რუსეთის იუნიორთა ნაკრების წევრები საკუთარ მატჩებზე ფსონის დადებისთვის მოკვეთეს #1TVSPORT

რუსეთის ხელბურთის ფედერაციის ეთიკის კომისიამ გადაწყვიტა, რუსეთის 19 წლამდე ნაკრების რვა წევრს დროებით შეუჩეროს მონაწილეობა ორგანიზაციის ეგიდით ორგანიზებულ შეჯიბრებებში – ისინი ეჭვმიტანილები არიან საკუთარ თამაშებში ფსონების დადებაში.

რუსეთის ხელბურთის ფედერაციის მხრიდან ეჭვები გამოიწვია 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატის რამდენიმე მატჩმა, რომელიც ხორვატიაში 2021 წლის აგვისტოში ჩატარდა და რუსეთის ნაკრებმა 16 მონაწილეს შორის მე-15 ადგილი დაიკავა.

„ეთიკის კომისიის მიერ გამოვლენილი ფაქტები იწვევს არა მხოლოდ აღშფოთებას, არამედ ღრმა იმედგაცრუების გრძნობას ახალგაზრდა მოთამაშეების მიმართ. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მამაკაცთა ხელბურთი იმ კრიზისული მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ, რომელშიც ბოლო წლებში აღმოჩნდა. ეს არის სამშობლოს ღალატი. დაავადების დამარცხების მხოლოდ ერთი გზა გვაქვს – რაც შეიძლება სწრაფი მკურნალობა, შესაძლოა ქირურგიული ჩარევითაც კი“, – თქვა რუსეთის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგეი შიშკარევმა.