სკალონი - არგენტინის ნაკრებისთვის უკეთესია, ლაუტარო „ბარსელონაში“ გადავიდეს
არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი მიიჩნევს, რომ მისი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის უკეთესია, რომ ლაუტარო მარტინესმა „ბარსელონაში“ ითამაშოს.
„თუ ლაუტაროს გაუმართლებს და ნაკრებში მის პარტნიორთან, ლიონელ მესისთან ერთ კლუბში ითამაშებს, ეს ჩვენთვის ძალიან კარგია, – ციტირებს არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის სიტყვებს RTVE.
– ვფიქრობ, რომ ლაუტარო მარტინესი რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთი ძირითადი თავდამსხმელი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ „ბარსელონაში“ მას დიდი წარმატება ელოდება“, – აცხადებს ლიონელ სკალონი.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა მარტინესის სანაცვლოდ „ინტერს“ ორ ფეხბურთელსა და სოლიდურ თანხას სთავაზობს.