„სკაი სპორტის“ ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენი ზამთარში „გალათასარაის“ დატოვებას არ აპირებს #1TVSPORT
„სკაი სპორტის“ ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენი ზამთარში „გალათასარაის“ დატოვებას არ აპირებს #1TVSPORT

ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ზამთარში თურქული „გალათასარაის“ დატოვებას არ აპირებს, ხოლო კლუბი მომავალ ზაფხულს მის გამოსყიდვას ეცდება.

25 წლის ფეხბურთელი „გალათასარაიში“ იჯარის წესით თამაშობს. როგორც წყარო გვამცნობს, ის სტამბოლში თავს კარგად გრძნობს და თავისი როლით კმაყოფილია.

მომავალ ზაფხულს „გალათასარაის“ „ნაპოლისთვის“ თავდამსხმელის სანაცვლოდ 75 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ეს სწორედ ის თანხაა, რომელსაც იტალიური კლუბი ოსიმენის ტრანსფერისთვის ითხოვს.

მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენმა ყველა ტურნირზე ცხრა თამაში ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.