„სივასპორის“ მწვრთნელი პრესკონფერენციაზე არ მივიდა, თუმცა თურქელ მედიასთან ბათუმის „დინამოსთან“ მატჩი შეაფასა #1TVSPORT
„სივასპორის“ მწვრთნელი პრესკონფერენციაზე არ მივიდა, თუმცა თურქელ მედიასთან ბათუმის „დინამოსთან“ მატჩი შეაფასა #1TVSPORT

უეფა-ს კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრეში ბათუმის „დინამომ“ თურქულ „სივასპორთან“ 1:2 დათმო. მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა რიზა ჩალიმბეიმ კომენტარი გააკეთა. მაგრამ ილაპარაკა თურქულ მედიასთან, პრესკონფერენციაზე კი არ გამოცხადდა…

რიზა ჩალიმბეის თქმით, „ბათუმი არენაზე“ გამართულ მატჩში მისმა გუნდმა მეტოქეს შეცვლებისა და ტაქტიკის წყალობით აჯობა.

„ამ მოგებით შეგვიძლია ცოტა მაინც გავახაროთ ჩვენი ხალხი ამ რთულ დღეებში. ჩვენს ქვეყანაში ახლა ხანძარი და პანდემია მძვინვარებს. ბათუმის „დინამოსთან“ გასვლით მატჩში სირთულეები გვქონდა. ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რაც გვინდოდა. მასპინძლები საკუთარი სავსე სტადიონის წინაშე თამაშობდნენ და იყო ეპიზოდები, როდესაც ამის გამო პანიკაში ჩავვარდით. „დინამომ“ მიიღო დიდი მხარდაჭერა და მასპინძლები ჩვენზე ზეწოლას ახერხებდნენ. ვცდილობდით უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ ბოლო პასებში ვცოდავდით“, – განაცხადა რიზა ჩალიმბეიმ.

სივასპორის“ მთავარმა მწვრთნელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მეორე ტაიმი პირველისგან განსხვავებული იყო და ამის მიზეზებიც განმარტა:

„ჩვენ მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა და თამაშის ტაქტიკამ მეორე ტაიმში თავისი შედეგი მოიტანა. ბოლოს ორი ლამაზი გოლიც გავიტანეთ და შინ გამარჯვებულები ვბრუნდებით. განმეორებითი შეხვედრა უფრო რთული იქნება, რადგან ბათუმელები გასვლაზე კარგად თამაშობენ. ჩვენ ეს ვიცით და შესაბამისად ვიმოქმედებთ“.

სივასპორის“ და ბათუმის „დინამოს“ განმეორებითი მატჩი 12 აგვისტოს „სივას არენაზე“ გაიმართება. ბათუმში გამარჯვების შემდეგ, თურქული კლუბი წყვილში ფავორიტი გახდა. ასევე იყო ბელარუსულბატესთანაც“ – ბათუმელებმა პირველი მატჩი შინ 0:1 წააგეს, სტუმრად კი 4:1 მოიგეს.