სივასის გუბერნატორმა გუნდს ბათუმელებთან გამარჯვება მიულოცა - ახლა თურქეთს ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა #1TVSPORT
სივასის გუბერნატორმა გუნდს ბათუმელებთან გამარჯვება მიულოცა - ახლა თურქეთს ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრეში ბათუმის „დინამოსთან“ გასვლით შეხვედრაში „სივასპორის“ მოგებამ (1:2) თურქეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია და გუნდის წარმომადგენლებს გუბერნატორი სალიჰ აიჰანი შეხვდა.

„ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი რიზა ჩალიმბეი და „სივასპორის“ პრეზიდენტი მეჰმეთ აკიფ ბანჩე სივასის გუბერნატორს მის კაბინეტში ეწვივნენ. გუბერნატორმა აიჰანმა მიულოცა ჩვენი გუნდის გამარჯვება და თქვა, რომ გუშინ, საღამოს ბათუმის „დინამოსთან“ მატჩში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – წერია „სივასპორის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

სივასის გუბერნატორი სალიჰ აიჰანი ფეხბურთის გულშემატკივარია და გუნდის გამარჯვებას სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა:

„მადლობა მამაც ფეხბურთელებს იმ მორალურად მნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის, რომელიც ახლა ქვეყანას ყველაზე მეტად გვჭირდებოდა – გილოცავთ „სივასპორს“ ამ წარმატებას“, – მიმართა სალიჰ აიჰანმა გუნდის წევრებს.

სივასპორისა“ და ბათუმის „დინამოს“ განმეორებითი მატჩი 12 აგვისტოს „სივას არენაზე“ გაიმართება. ბათუმში გამარჯვების შემდეგ, თურქული კლუბი წყვილში ფავორიტი გახდა, მაგრამ ასევე იყო ბელორუსულ „ბატესთანაც“ – ბათუმელებმა პირველი მატჩში სახლში 0:1 წააგეს, გასვლაზე კი 4:1 მოიგეს.