სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი ბედნიერი ვარ - გაბრიელ სიგუამ საქართველოს ნაკრებში გამოძახებაზე ისაუბრა #1TVSPORT
გაბრიელ სიგუამ პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით. 17 წლის ფეხბურთელი ვილი სანიოლმა ქვეყნის მთავარ გუნდში პირველად მიიწვია, ახალგაზრდა დინამოელმა მარტის სანაკრებო შეხვედრებისთვის მზადება უკვე დაიწყო.
„პირველად ბურთს რომ შევეხე, იმ წამიდან ვიცოდი, რა იყო ჩემი მიზანი. თუმცა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ასეთი ამაღელვებელი და ემოციური იქნებოდა.
სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი ბედნიერი ვარ. ამავდროულად, ვგრძნობ, რამდენად საპასუხისმგებლო საქმე დამეკისრა და მზად ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერი გავაკეთო“, – წერს გაბრიელ სიგუა.
შეგახსენებეთ, რომ გაბრიელ სიგუა „დინამო თბილისის“ ძირითად გუნდში 2022 წლიდან თამაშობს. წელს კი გიორგი ჭიაბრიშვილმა 17 წლის ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში დაააწინაურა. სიგუამ ეროვნულ ლიგაში 5 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
გერმანული სამენეჯერო სააგენტო transfermarkt-ი სიგუას ტრანსფერს 250 ათას ევროდ აფასებს, რაც მისი ასაკის ქართველ მოთამაშეებში სარეკორდო მაჩვენებელია.