სიტუაცია „მილანში“ - იბრაჰიმოვიჩმა ფონსეკას ულტიმატუმი წაუყენა #1TVSPORT
სიტუაცია „მილანში“ - იბრაჰიმოვიჩმა ფონსეკას ულტიმატუმი წაუყენა #1TVSPORT

„მილანში“ უკმაყოფილონი არიან მთავარი მწვრთნელის, პაულო ფონსეკას მუშაობით, რაც მას პირადად აცნობეს.

ბოლო ტურში „ნაპოლისთან“ საკუთარ მოედანზე წაგების შემდეგ კლუბში სერიოზული საუბარი გაიმართა. როგორც Calciomercato წერს, „მილანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მწვრთნელის მიმართ ულტიმატუმი გაახმოვანა.

კერძოდ, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ მოუწოდა ფონსეკას, რაც შეიძლება მალე გამოასწოროს სიტუაცია როგორც საფეხბურთო მინდორზე, ასევე გასახდელში. თუ მწვრთნელი ამას ვერ მოახერხებს ნოემბის სანაკრებო პაუზამდე, დიდი ალბათობით, ფონსეკას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვენ.

„მილანმა“ ბოლო ხუთ ტურში სერია A-ში მხოლოდ ერთხელ მოიგო და უკვე 11 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ნაპოლის“.