სიტის ფეხბურთელებს 15 მილიონ ფუნტს გადაუხდიან ჩემპიონატისა და თასის მოგებისთვის
მანჩესტერ სიტის ხელძღვანელობა თავის ფეხბურთელებს 15 მილიონი ფუნტის ოდენობის ბონუსს დაპირდა, თუ ისინი პრემიერლიგასა და ინგლისის თასს მოიგებენ. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა ტელეგრაფმა (The Telegraph).
თუ ეს მოხდა, მაშინ სიტი გახდება პირველი გუნდი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, რომელსაც ერთ სეზონში სამი შიდა ტურნირი ექნება მოგებული. უფრო ადრე, პეპ გვარდიოლას გუნდმა ინგლისის ლიგის თასი მოიგო.
ამ ამოცანის შესასრულებლად, სიტის სამი მატჩის მოგება სჭირდება: პრემიერლიგაში ლესტერისა და ბრაიტონის წინააღმდეგ, ხოლო ინგლისის თასის ფინალში – უოტფორდის წინააღმდეგ.