„სიტის“ ფანებს კლუბის ახალი ფორმა არ მოეწონათ
„სიტის“ ფანებს კლუბის ახალი ფორმა არ მოეწონათ

ინტერნეტში არაოფიციალურად გავრცელდა 2020-21 წლების სეზონში „მანჩესტერ სიტის“ მესამე სათამაშო ფორმის ფოტო.

კლუბის ტრადიციული ფერების გამოყენების მიუხედავად, მაისური უცნაურად გამოიყურება. საქმე ისაა, რომ ფორმის შესაქმნელად გამოიყენეს სპარსული ორნამენტები. „მანჩესტერ სიტის“ ტექნიკურ სპონსორ „პუმას“ ოფიციალური განმარტებით, დიზაინერებმა ინსპირაციად აიღეს მანჩესტერში 60-იან და 90-იან წლებში პოპულარული მიმართულება – „ბრიტ-პოპი“.

თუმცა, კლუბის ფანები არ დააკმაყოფილა ამ განმარტებამ და მათ უკვე უწოდეს ამ ფორმას ყველაზე ცუდი „სიტის“ ისტორიაში. მათი აზრით, მაისურზე დახატულია მოკროსკოპით გადიდებული ბაქტერიები.