SkySports-ის ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ ალჟირელი ნახევარმცველი რიად მაჰრეზი „ლესტერიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ გადავა. ეს გახდება ხოსეპ გვარდიოლას გუნდის პირველი შენაძენი ახალი სეზონის წინ.
ინგლისის მოქმედი ჩემპიონი ამ გარიგებაში 60 მილიონ ფუნტს (68 მილიონი ევრო) გადაიხდის. 27 წლის ალჟირელი „ვინგერი“ 2015/16 წლების სეზონის ერთ-ერთი მთავარი გმირი (17 გოლი) იყო, როცა „ლესტერმა“ სენსაციურად მოიგო პრემიერლიგა.
როგორც SkySports-ი წერს, მაჰრეზის პრეზენტაცია ამ კვირის ბოლომდე გაიმართება.