„სიტი“ სტერლინგს პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს
„მანჩესტერ სიტი“ მზად არის, ახალი კონტრაქტი შესთავაზოს ფორვარდ რაჰიმ სტერლინგს.
გასული წლის ნოემბერს, ინგლისელმა კლუბთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც კვირაში 350 ათას ფუნტს გამოიმუშავებს. ეს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში იწურება, მაგრამ „სიტი“ უკვე აპირებს მის გაუმჯობესებას, რათა „რეალსა“ და „ბარსელონას“ გაუქრეთ ფეხბურთელის შეძენის სურვილი. ესპანური გრანდები ზაფხულში შეეცდებიან ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის გადაბირებას.
ახალი კონტრაქტის დეტალები უცნობი რჩება, მაგრამ მომავალი ხელშეკრულება სტერლინგს ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს. ფეხბურთელი მინდვრის მიღმაც ძალიან სასარგებლოა, რადგან მისი მაისურები ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია პრემიერლიგაში.
ამ სეზონში რაჰიმ სტერლინგმა ინგლისის ჩემპიონატის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და შვიდი გოლი გაიტანა.