„სიტი“ სექსუალური ძალადობისთვის კომპენსაციას იხდის
„სიტი“ სექსუალური ძალადობისთვის კომპენსაციას იხდის

„მანჩესტერ სიტიმ“ გამოაცხადა, რომ გადაუხდის კომპენსაციას ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ყველა მსხვერპლს, რომლებიც ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელისგან ბარი ბენელისგან დაზარალდნენ.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ 1979-91 წლებში მოხდა სექსუალური ძალადობის 50 შემთხვევა 12 ბიჭის მიმართ. მათი ასაკი იყო 8-15 წელი.

2018 წელს, ბენელს 31-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

უცნობია, თუ რა ოდენობის თანხას მიიღებენ ინგლისური კლუბისგან დაზარალებულები.